20 ნოემბერი 2024,   20:13
ვრცლად
მერიაში უცხოელ სპეციალისტებთან ერთად "მომავლის ქალაქის“ კონცეფცია განიხილეს

"მომავლის ქალაქის“ კონცეფცია განიხილეს თბილისის მერიაში უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.

პროექტთან დაკავშირებით თბილისში ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის, „ფრაუნ-ჰოფერის“ დელეგაცია იმყოფება. განიხილეს პროექტის დაწყების დეტალები და სამუშაო გრაფიკი.
პროექტი „მომავლის ქალაქი“ თბილისში თანამედროვე, ევროპული სისტემების დანერგვას გულისხმობს.

„თებერვლისთვის გვექნება კონცეფცია, როგორი უნდა იყო თბილისი ენერგო ეფექტიანობის, პარკირების მართვის, გარე განათების და ა.შ საკითხებში,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

 

 

 

 
დღის ამბები