გვიან ღამით დასრულდა საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იმ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის დაკითხვა, რომელიც აფაქიძის 13-ში მდებარე სახლის დემონტაჟს ახორციელებდა.
რატომ ჩამოინგრა მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა ამ დრომდე უცნობია. დაიღუპა 4 ადამიანი. საქმე სისხლის სამართლის 240-ე მუხლით არის აღძრული, რაც სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
აფაქიძის ქუჩაზე სამუშაოებს კომპანია "ტიფლის ბიზნესცენტრი"-ს დაკვეთით "კონსტრაქშენ გრუპი" ახორციელებდა.