20 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
"საქპატენტი" უეფა-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას იწყებს

უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით "საქპატენტი" საინფორმაციო კამპანიას იწყებს.

თბილისში დაგეგმილ თამაშთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვაზე და ამ მიზნით სპეციალურ ღონისძიებებზე ცოტა ხნის წინ ისაუბრა "საქპატენტის" თავმჯდომარემ.

მისი თქმით, აკრძალულია უეფა-ს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების უნებართვო გამოყენება, ასევე მატჩის ბილეთების კანონდარღვევით გაყიდვა და ნებართვის გარეშე მატჩის საჯარო ჩვენება.

„უეფას მობილური ჯგუფები სპეციალურად ჩამოდიან, რომლებიც გააკონტროლებენ ამ პერიმეტრებზე საზოგადოების მხრიდან ასეთი ქმედებების განხორციელებას და თუ აღმოაჩენენ, რომ ადგილი აქვს მსგავს ქმედებებს, მათი მითითების საფუძველზე ჩვენ, საკოორდინაციო საბჭო, ვალდებული ვიქნებით მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ "საქპატენტის" თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები