თბილისის საკრებულომ გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განცხადება საკრებულოს ვებ-გვერდზე. კონკურსის დასრულების შემდეგ კი გამოვლინდებიან საუკეთესო ნამუშევრების ავტორები.