რუსთაველის თეატრში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მემუარების მიხედვით გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა.
ფილმი სახელწოდებით "წამი წამება წამიერება" ექსპრეზიდენტის გარდაცვალების წლისთავს ეძღვნება.
მასში სატელევიზიო ინტერვიუები, საარქივო ფოტოები და კინომასალაა გამოყენებული.
დოკუმენტურ ფილმში ედუარდ შევარდნაძის ცხოვრებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის ყველა მნიშვნელოვანი მომენტია ასახული.