Biletebi.ge-ი UEFA-სგან ჯარიმებს ელოდება თუმცა არა სოლიდურს. ამის შესახებ დღეს "კურიერთან" სატელეფონო საუბრის დროს ქართული ინტერნეტ მაღაზიის ტექნიკურმა დირექტორმა განაცხადა.
"ჯარიმა ის არის, რომ ამდენი ხანი უფასოდ ვიმუშავეთ. საერთოდ ანაზღაურების გარეშე ალბათ არ დავრჩებით. საზღვარგარეთზე ბილეთები მთლიანად ჩვენი ვებგვერდიდან გაიყიდა. დიდ ჯარიმებს არ ველოდები UEFA-ს მხრიდან," - აცხადებს გიორგი ჩხიკვიშვილი.