ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ცესკომ, თბილისის მერიამ და სამინისტროებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელმაც არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სრულფასოვანი მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს.
დოკუმენტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. მემორანდუმზე ხელმომწერები თანხმდებიან, რომ შეასრულონ 2014-2016 წლის სამთავრობო სამოქმედო გეგმით გაწერილი ნორმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის შესახებ.