ნებისმიერი უცხოელი, რომელიც საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთის გზით შემოდის და თავშესაფარს მოითხოვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდება. ცვლილებები სავიზო ლიბერალიზაციის რეკომენდაციების გამო ხორციელდება.
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან კანონპროექტის მიხედვით, ის პირებიც გათავისუფლდებიან, ვინც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს დაარღვევენ.
ცვლილებების მიხედვით დადგინდება იმ პირთა წრეც, ვინც სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. საუბარია უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, ვინც საქართველოში ისეთი ქვეყნიდან შემოდის, სადაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება.