სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ზუსტად 5 დღეში, 12 ივლისს, დილის 9 საათზე დაიწყება.
ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ, დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სუპერთასის ბილეთების ფასი უცვლელი რჩება, სალაროები კი, სავარაუდოდ, 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ.
ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიყიდება.
პარალელურად რამდენიმე წუთის წინ აღნიშნულ საკითხზე სამთავრობო ჯგუფის შეხვედრა დაიწყო. სხდომას ვიცეპრემიერი, კახი კალაძე, ხელმძღვანელობს.