ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას მთავრობაც, ენერგეტიკოსებიც და მოსახლოებაც ორ კვირაზე მეტია, ელოდებიან.
სხდომა, რომელზეც თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფის გაზრდის საკითხი უნდა გადაწყდეს, დღეს უკვე მეორედ გადაიდო.
მარეგულირებელში აცხადებენ, რომ კომპანიებს დამატებითი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენიათ და გადაწყვეტილებას ისინი საკითხის სრული შესწავლის შემდეგ მიიღებენ.
თუმცა, მანამდე სპეციალსიტების მხრიდან კეთდება პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, ტარიფის გაზრდა თბოელექტროსადგურებისთის გარდაუვალი იქნება.
ავტორი: ეკა გაგუა