20 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
სტიქიით დაზარალებულებს გამგეობიდან გამოყოფილი ფართიდან ასახლებენ

სტიქიით დაზარალებულებს გამგეობიდან გამოყოფილი ფართიდან ასახლებენ.

სტიქიით დაზარალებულ ჟუჟუნა წიკლაურს ვაკის გამგეობამ დროებითი ფართი უქირავა, თუმცა ნაქირავები სახლიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიზეზით 10 დღეში გამოუშვეს.

გამგებელი ამბობს, რომ წიკლაურის გამოსახლების შესახებ არაფერი იცის. მერის განცხადებით კი, ზარალის ანაზღაურებამდე დაზარალებულების გამოსახლება არ უნდა მომხდარიყო.

ჟუჟუნა წიკლაურის თქმით, მას გამგეობიდან ან მერიიდან არავინ დაკავშირებია. კომპენსაციის გაცემის პირობა კი მხოლოდ კურიერის მიერ ამ საკითხით დაინტერესების შემდეგ მიიღო.

უკვე ცნობილია, რომ სტიქიის ზონაში ქირით მცხოვრები პირები ერთჯერადი დახმარების სახით 500 ლარს მიიღებენ.

ერთჯერადი კომპენსაციის გარდა, მერიამ, შესაძლოა, დაზარალებულებისთვის პირველადი ნივთების შეძენაზეც იზრუნოს.

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

 
დღის ამბები