20 ნოემბერი 2024,   20:14
ვრცლად
ქობულეთი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება

ქობულეთი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება. მოუწესრიგებელი სანაპიროს გარდა, ინფრასტრუქტურაც გაუმართავია. ქალაქში ნაგვის ურნებიც კი არ დგას.

უცხოელი ტურისტები სანაპიროზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვენ.

უკმაყოფილებას თავად ქობულეთელებიც გამოთქვამენ, რომლებიც გარევაჭრობის აკრძალვის გამო საკრებულოს საყვედურობენ. ქობულეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით, წელს გარევაჭრობაზე გადასახადი დაწესდა.

ქობულეთის მაცხოვრებლები წელს აჭარაში ტურისტების ნაკლებობასაც უჩივიან.

 

ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, თეა ვარშალომიძე.

 
დღის ამბები