20 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
UEFA-სგან საქართველო ჯარიმებს ელოდება

სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ამ კვირას დაიწყება. 22 ათასი ბილეთის გაყიდვა მიხეილ მესხის სტადიონზე დილის 9 საათიდან დაიწყება. საჭიროების შემთხვევაში სალაროები 24 საათის რეჟიმში იმუშავებენ. 

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები იქნებიან მობილიზებულნი. 

ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ ერთი პირადობით მოქალაქეს 4 ბილეთის შეძენის უფლება ექნება. 

სამთავრობო კომისიის წევრებს დღეს UEFA-ს შესაძლო სანქციების შესახებ არ უსაუბრიათ. არ ხმაურდება, ელოდება თუ არა ქართული მხარე დარღვეული ხელშეკრულებისა და ბილეთების გაყიდვის პროცესში არსებული პრობლემების გამო შენიშვნას ან ჯარიმას.

მთავრობის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, სანქციებს biletebi.ge-ის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, მათ ანაზრაურება UEFA-გან ჯერ არ მიუღიათ.

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

 
ამავე თემაზე
დღის ამბები