მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს. ამ თემაზე კონსულტაციები უახლოეს მომავალში დაიწყება და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა ახალი რეგულაციების დეტალები.
ინიციატივის ავტორს, დავით ნარმანიას, არ დაუკონკრეტებია, რა მიმართულებით დაწესდება შეზღუდვები, ის მხოლოდ იმპორტს თუ ქვეყანაში უკვე შემოსულ ავტომობილებსაც.
დღეისთვის საქართველოში ამ ტიპის 200 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს.
ავტორი: ეკო მაღრაძე