20 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
გლდანის ციხეში პატიმარი დაიღუპა

გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. არსებობს ვარაუდი, რომ მან თავი მოიკლა.

პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტროშიც ადასტურებენ. 

"7 ივლისს, 15:46 წუთზე სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში ბრალდებულის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.1980 წელს დაბადებულმა პატიმარმა, რომელიც განთავსებული იყო 6-კაციან საკანში, საპირფარეშოში, წინასწარი მონაცემებით, სუიციდი განახორციელა.

"გარდაცვლილი ბრალდებული თანასაკნელებმა აღმოაჩინეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  115-ე მუხლით. მიმდინარეობს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა. გარდაცვალების ფაქტი ეცნობა მოცემული ბრალდებულის ოჯახის წევრებს,"- ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა. 

გარდაცვლილი პატიმრის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

 

 

 

 
დღის ამბები