16 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ოპონენტებთან ვართ შესული უაზრო პოლიტიკურ დაპირისპირებაში და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები რჩება გვერდზე, ესაა ის შედეგი - ნიკოლოზ სამხარაძე NDI-ის კვლევაზე

NDI-ის კვლევის შედეგებს უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ მათი პოლიტიკური ძალის მიმართ ამომრჩევლის მხარდაჭერა გაცილებით მაღალია და კითხვებს კვლევის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით სვამენ.

"მეთოდოლოგიაც კარგად სანახავია, როგორ არის გაკეთებული ეს კვლევა, მაგრამ  ისეთი კვლევის პირობებში, როდესაც მოსული ამომრჩევლის პოზიცია ცოტა განსხვავდება იმისგან, რაც როგორც ჩანს ამ კვლევის მეთოდოლოგიაში შეიძლება იყოს საბაზისოდ გამოყენებული და ასე შემდეგ. მე არ მგონია, რომ ეს პირდაპირ კონვერტირებადი იყოს მოსალოდნელ შედეგებში. 18 % არ არის სწორი მონაცემი და არ არის რეალურად "ქართული ოცნების" მხარდაჭერა, 18 %-ზე გაცილებით მეტია და რომ გავაორმაგოთ ისიც არ იქნება საკმარისი და ნამდვილი მონაცემი," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

"ქართული ოცნების" წევრი ნიკოლოზ სამხარაძე კი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება ოპოზიციისა და სახელისუფლებო პარტიის უსაგნო კამათმა გამოიწვია, რომელიც ოპოზიციის გარკვეული წევრების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა:

"ჩვენ ჩვენს ოპონენტებთან ვართ შესული უაზრო პოლიტიკურ დაპირისპირებაში და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, როგორიცაა ქვეყნის უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობა, ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის დამარცხება რჩება გვერდზე. 6 თვის განმავლობაში მთელი საზოგადოება ვიყავით ჩაბმული უსაგნო კამათში იმასთან დაკავშირებით, უნდა შემოსულიყვნენ თუ არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები პარლამენტში. სწორედ ეს არის ის შედეგი, როდესაც საზოგადოება აღარ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს, იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიები საკუთარი ვიწრო გამორჩენისთვის იბრძვიან ამ ქვეყანაში," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორია პარტიების რეიტინგი - NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მოსახლეობის მხოლოდ 30%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

NDI-ს გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ არცერთი პარტია არ დგას მასთან ახლოს. "ქართული ოცნება"-18 %, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- 6 %, დანარჩენი პარტიები 6%.

დღის ამბები