20 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
ავტოკატასტროფა თბილისში - ოთხი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული

4 ადამიანი ემსხვერპლა ავტოკატასტროფას სოფელ გლდანში. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვლილები პროზექტურაში გადაასვენეს.

მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

 
დღის ამბები