სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში ბრალდებულის გარდაცვალების ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით წინასწარი მონაცემებით ეს იყო სუიციდი.
საპირფარეშოში გარდაცვლილი ბრალდებული თანასაკნელებმა აღმოაჩინეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. მიმდინარეობს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა. სამინისტროს ინფორმაციითვე, შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა