20 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
ავარიის დროს გარდაცვლილთა ახლობლებმა ექსპერტიზის ჩატარება გააპროტესტეს

გვიან ღამით ხმაური იყო სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსთან, სადაც სოფელ გლდანში ავარიის დროს გარდაცვლილი 4 ახალგაზრდა გადაასვენეს. მათი ოჯახის წევრები ექსპერტიზის ჩატარებას აპროტესტებდნენ.

ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ გლდანში. ვოლვოს მარკის ავტომანქანა, რომელშიც რვა ადამიანი იჯდა ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი პირი სასწრაფო დამხარების ჯგუფებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მედიკოსების თქმით, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ავარიის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები