საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ვაშინგტონში საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრში დახურული შეხვედრა გაიმართა.
მას პრეპარატ „სოფოსბუვირი“-ს მწარმოებელი ამერიკული კომპანია „გილეადს“-ის, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პროგრამის მიმდინაროების დეტალები განიხილეს.