"აიკრძალოს უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში", - ამ მოთხოვნით სასულიერო პირები და მათი მრევლი „საერთაშორისო გამჭვირვალობის" ოფისთან შეიკრიბნენ.
ისინი სამოქალაქო სექტორს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას შეიზღუდოს მათი უფლებები.
ასეთივე აქციის გამართვას ისინი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისთანაც გეგმავენ.