გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების პრობლემაზე საუბრობენ არასამათავრობო ორგანიზაციები. მათ დღეს ხელისუფლებას საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს და მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრება მოითხოვეს. მათი თქმით, ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვას სახელმწწიფო ვერ უზრუნველჰყოფს.
არასამთავრობოები დავით ნაერმანიას ინიციატივასაც გამოეხმაურნენ მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვასთან დაკაბვშირებით და განაცხადეს, რომ მსგავსი გადაწტყვეტილებების მიღება, თბილისის მერის კომპეტენციაში არ შედის.