20 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
მართლმადიდებელი მრევლი ქობულეთში მუსლიმური პანსიონის გახსნის წინააღმდეგია

„აჭარაში რელიგიური უმცირესობა ჩაგრავს რელიგიურ უმრავლესობას თურქეთის დაფინანსებით“ - ეს ტრანსფარანტი ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მუსლიმური პანსიონის წინ ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა გამოიტანეს.

მართლმადიდებელი მრევლი პანსიონის გახსნის წინააღმდეგია.

ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ქრისტიანებით დასახლებულ უბანში მუსლიმთა რელიგიური სასწავლებელი არ უნდა გაიხსნას.

პანსიონის ხელმძღვანელობა კი სასწავლებლის ასამოქმედებლად სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. მხარეთა მოსმენა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 15 ივლისს გაიმართება. 

 
დღის ამბები