ლეიბორისტულ პარტიაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის ინიციატივას გამოეხმაურნენ.
პარტიის წევრების განცხადებით, მსგავსი რეგულაციის არსებობა ხელისუფლების ინტერესებში შედის და ინიციატივამ კანონპროექტის სახე არ უნდა მიიღოს.
“ლეიბორისტული პარტია კატეგორიულად მოითხოვს ივანიშვილის ხელისუფლებისგან ან შეწყვიტოს მოსახლეობის ძარცვა და უარი თქვას ამ თაღლითურ პროექტზე, ან მოახდინოს ამ პროექტის დაფინანსება სახელისუფლებლო ვერტიკალში მოკალათებული ოლიგარქების, მუქთახორების ხელფასების, დანამატების და პრივილეგიების შემცირების ხარჯზე,“ - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიური მდივანმა პაატა ჩოხელმა.