20 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
"ივანიშვილის მთავრობა აფინანსებს ისეთ მედიასაშუალებებს, რომლებიც გამოირჩევიან პრორუსული პროპაგანდით,“ - სერგო რატიანი

200 ათასი ლარი მედიასაშუალებების დასაფინანსებლად, ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ რომ მმართველ გუნდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრორუსულ მედიასაშუალებს 2013 -2014 წლებში აფინანსებდა, ოპოზიციის თქმით გადარიცხვებს სამინისტროები ახორციელებდნენ.

სპეციალურ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ის მედიასაშუალებიც დაასახელეს რომლებსაც მათი მტკიცებით ხელისუფლება აფინანსებდა. მათ შორისაა „ალია“, „ასავალ დასავალი“ და "ობიექტივი".

„მედიის მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ ივანიშვილის მთავრობა, ცალკეული სამინისტროები აფინანსებენ ისეთ მედიასაშუალებებს, რომლებიც გამოირჩევიან სიძულვილის ენის გაღვივებით და ანტი დასავლური, პრორუსული პროპაგანდით,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

აღნიშნულ მედიასაშუალებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მედიასაშუალებები აწარმოებენ ანტი დასავლურ პროპაგანდას.

„ღია საფრთხეს უქმნიან საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლებს და წარმოადგენენ კრემლის ე.წ. რბილი ძალის კამპანიაში ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს საქართველოში,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

 
დღის ამბები