20 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
25 წლის შემდეგ სოფელ კაწალხევში სინათლე პირველად მოვიდა

ელექტროენერგია 25 წლიანი პაუზის შემდეგ სოფელ კაწალხევში დღეს ნათურა აინთო. ელეტროენერგია იქ მცოხვრებ 21 ოჯახს ექნება. 

ადგილობვრივებს უშუქობის გარდა, წყლისა და ინფრასტრუქტურის პრობლემაც აწუხებთ. ისინი ყვებიან, რომ ტერიტორია მეწყერსაშიშია, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი სოფელს ტოვებს.

ადგილობრივებს არც სკოლა და არც სამედიცინო პუნქტი არ აქვთ. მათი თქმით სოფელში ხშირია ქურდობის ფაქტებიც. პრობლემების არსებობას ადასტურებს დუშეთის რაიონის გამგებელიც. ვაჟა ჩოხელის განმარტებით პრობლემებს მთის კანონის ამოქმედება მოხსნის.

ახლა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გარეშე 6 სოფელი რჩება.

ავტორი: ვანო გავაშელი

 

 

 
დღის ამბები