ადგილი სადაც ლიკა კიკიანის განცხადებით ის პოლიციელებმა სცემეს ვიდეოკამერებით კონტროლდება და ჩანაწერები ამ დრომდე ინახება, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ავტომატურად იშლება.
კუს ტბის დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი კუჭუხიძე ამბობს, რომ ვიდეომასალები არავის გამოუთხოვია და დღეს დღის ბოლოს თუ ჩანაწერს არ ამოიღებენ ის ავტომატურად წაიშლება.
მისივე თქმით ჩანაწერებს ინციდენტის შემდეგ თავად არასდროს ხსნის, რადგან ამის შესახებ გაფრთხილება შს სამინსტროსგან და უშიშროებისგან მიიღო.
"პოლიცია თუ არაა ვიდეოებს არ ვხნი. შს სამინისტრომ და უშიშროებამ გამაფრთხილა, რომ არასდროს არ გავხსნა ინციდენტის შემდეგ. არ ვიცი რა არის ჩაწერილი, არც ვაკის არც საბურთალოს და არც ქალაქის სამმართველოს არ მოუმართავს ჩანაწერებთან დაკავშირებით. დღეს საღამომდე თუ არ იქნება ამოღებული წაიშლება,"- აცხადებს კუს ტბის დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი კუჭუხიძე.