20 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
ბაღის გარეშე დღეს ათასზე მეტი ბავშვი დარჩა

ხმაური იყო დღეს საბავშვო ბაღების სააგენტოში, სადაც უკმაყოფილო მშობლები მივიდნენ. მათი მტკიცებით ბაღებში ადგილები მანამდე შეივსო, ვიდრე რეგისტრაციის პროცესი ოფიციალურად დაიწყებოდა.

მშობლების ნაწილი რეგისტრაციის დაწყებამდე შევსებულ ადგილებს ბაღების ადმინისტრაციის მხრიდან ნეპოტიზმის ფაქტებს უკავშირებს. მათი თქმით თავისუფალ ადგილებზე რეგისტრაცია ნაცნობობით მოხდა. მშობლები ოფიციალურად მოითხოვენ გასაჯაროვდეს ყველა ის მონაცემი, რომელიც პირველ საათამდე დარეგისტრირდა.

საბავშვო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობის განცხადებით, სარეზერვო სიები შეიქმნება თუმცა დამატებითი კვოტები ყველა ბავშვისთვის საკმარისი მაინც არ იქნება.

ბაღის გარეშე დღეს ათასზე მეტი ბავშვი დარჩა.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

 
დღის ამბები