20 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
ლიკა კიკიანს ვიდეოკამერების ჩანაწერები არ გადასცეს

ლიკა კიკიანი ადვოკატთან და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებთან ერთად კუს ტბის ტერიტორიაზე გვიან ღამემდე ელოდებოდა გენინსპექციის წარმომადგენლების გამოჩენას იმისთვის, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოეღოთ და მისთვის გადაეცათ.

სამართალდამცველები კუს ტბაზე ამ დრომდე არ გამოჩენილან. როგორც საია აცხადებს მათ გენინსპექციაში განუცხადეს, რომ ვიდეომასალის ამოღებისთვის და კიკიანისთვის გადასაცემად დაზარალებულის მხრიდან განცხადების დაწერა იყო საჭირო. ლიკა კიკიანი ხვალ დილას გენინსპექციასა და პროკურატურაში ამ მოთხოვნით განცხადების შეტანას აპირებს. ჩანაწერების ავტომატურად წაშლის ბოლო ვადა კი ხვალ საღამოს 17:00 საათია.

კიკიანის თქმით სამართალდამცველები დროს შეგნებულად აჭიანურებენ იმისათვის, რომ ჩანაწერები ავტომატურ რეჟიმში წაიშალოს და მისი ამოღება ვერ მოხერხდეს.

„კურიერის“ ჟურნალისტი კუს ტბის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ორივე სერვერიდან, რომელზეც ჩანაწერები ინახებოდა მასალა კრიმინალურმა პოლიციამ უკვე ამოიღო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები