20 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
ანალოგური სიგნალი დღეიდან შიდა ქართლში გაითიშება

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მიზნით, ანალოგური სიგნალი დღეიდან შიდა ქართლში გაითიშება. იმ მომხმარებლებს, რომლებიც არხებს ანტენის საშუალებით უყურებდნენ, სპეციალური მოწყობილობის - "სეტ-ტოპ-ბოქსის" შეძენა მოუწევთ. სოციალურად დაუცველებს მოწყობილობა სახელმწიფომ გადასცა და აპარატურის მისაღებად ფოსტას უნდა მიაკითხონ.

ანალოგური სიგნალი უკვე გაითიშა თბილისსა და დედაქალაქის სამაუწყებლო ზონაში. ამ ცვლილებებმა გარკვეული პრობლემები უკვე შექმნა და მოსახლეობის ნაწილი ტელევიზიით ვერცერთ არხს უყურებს.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები