ოჯახური მდგომარეობის მომიზეზებით დეპუტატები სხდომებს ვეღარ გააცდენენ. რეგლამენტში შესატან ცვლილებებს კანონმდებლები დღეს სესიაზე განიხილავენ. საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ მივლინება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ისიც იმ შემთხევაში თუ დეპუტატი ექიმის ცნობას წარადგენს.
როგორც პარლამენტში განმარტავენ, ყველაზე ხშირად სხდომებს დეპუტატები სწორედ ოჯახური მდგომაორეობის მომიზეზებით დაწერილი განცხადებების საფუძველზე აცდენენ.