20 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
რეგისტრაცია ბაგა-ბაღებში - პრობლემებს მართვის სააგენტოში აღიარებენ

უკვე მეორე დღეა გაუგებრობაში არიან ის მშობლები, რომლებმაც ვერ მოახერხეს ბაგა-ბაღებში ბავშვების დარეგისტრირება. რეგისტრაციასთან დაკვშირებით დღეს საკრებულოში საბოლოო ანგარიშს ელოდებიან, მანამდე კი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიშვილი ამბობს, რომ წელს გასულ წელთან შედარებით ბაღებში საერთო ჯამში 55 ათასი ბავშვი ისწავლის. 

"გასულ წელთან შედარებით წელს ბაგა-ბაღებში 5 ათასით მეტი ბავშვის მიღებაა შესაძლებელი,"- აცხადებს საკრებულოს წევრი თამარ ტალიშვილი. 

ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოშიც. 

სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ყველა ბავშვის მიღება ბაღებში წელს ვერ მოხდება. 

"ის, რომ ყველა მსურველმა ვერ მოახერხა დარეგისტრირება, ეს ასეა, მაგრამ ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ უნდა მიმართონ ბაგა-ბაღებს. აგვისტოს ბოლოს სექტემბრის პირველ კვირაში სათათბიროების მეშვეობით ბაღებს შეუძლიათ ეს ბავშვები მიიღონ. თუმცა ყველა ამ ბავშვს ვერ დავაკმაყოფილებთ,"- ამბობს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა. 

ოპოზიცია ხელისუფლებას არასწორი ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს. ირაკლი აბესაძე სკოლამდელი ბავშვის ასაკზე საუბრობს და ამბობს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონით 5 ათასამდე ბავშვი სკოლაში დარჩა. 

"5 ათასამდე ბავშვი სკოლაში არ შეუშვა. ათასობით ბავშვი ნარმანიამ ბაღს გარეთ დატოვა. ჩვენ გვქონდა ინიციატივა, რომ ამ ბავშვების ნაწილი სახელმწიფო უზრუნველყოფით
წაეყვანათ კერძო ბაღებში. ეს ამ პრობლემას მოაგვარებდა," - ამბობს საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძე.

 

 
დღის ამბები