02 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
სოფელ ახალდაბასთან მეწყერი ჩამოწვა

სოფელ ახალდაბასთან ახლოს გამთენიისას მცირე მასშტაბის მეწყერი ჩამოწვა.
შემთხვევის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზის ნაწილი, რომელიც ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია.

„კურიერის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე მუშაობს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, არ დაზიანებულა საცხოვრებელი სახლებიც. 

მეწყერმა გაზსადენი დააზიანა, შესაბამისად, სოფელ ახალდაბაში გაზმომარაგება შეწყვეტილია.

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილის”-ის ინფორმაციით, გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. 

 
დღის ამბები