გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ცნობით, ახალდაბასთან ჩამოწოლოლი მეწყერის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება ნაპრალები, შესაბამისად მოსალოდნელია მეწყერის გამეორება. გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორიასთან ახლოს გადის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალდაბასა და ბეთანიასთან დამაკავშირებელ ალტერნატიულ გზებს ეძებს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ახალდაბასთან დღეს დილის 7 საათზე მეწყერი ჩამოწვა. დასახლება ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. გაზსადენის აღდგენა კი გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე ვერ დაიწყება.