გარე კამერებით გადაღებული ვიდეო მასალის სრულ ვერსიას და გამოძიებას ითხოვს ლიკა კიკიანი. კლუბ "ვიტამინის" მენეჯერმა განცხადებით პროკურატურას მიმართა.
კიკიანი განცხადების შეტანას გენერალურ ინსპექციაშიც გეგმავს. მისი ინფორმაციით, მასალა ავტომატურად დღეს 5 საათზე წაიშლება.
7 ივლისს ლიკა კიკიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც განაცხადა, რომ ის პოლიციელებმა სცემეს.