საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასზე ევროპის მესამე ლიგაში იასპარეზებს. ორი დღეა რაც ქართველი ჩოგბურთელები მომავალი ტურნირისთვის ვაკის საჩოგბურთო კორტებზე ემზადებიან.
ნაკრები 4 სპორტსმენით არის დაკომპლექტებული, მათ შორის საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი.
საქართველოსთან ერთად მე-2 ლიგაში გადასასვლელად 12 ნაკრები იბრძოლებს. ტურნირის ფავორიტი კვიპროსის გუნდია.