20 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
სტიქიის ზონის ერთიანი სურათი-ვერეს ხეობის აეროფოტო გადაღება დაიწყო

ვერეს ხეობის აეროფოტო გადაღება დაიწყო. სტიქიის ზონის ერთიანი სურათი უახლესი ტექნოლოგიით უკრაინელი სპეციალისტების მიერ უნდა შეიქმნას.

ფოტო გადაღება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე სექტემბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვერეს ხეობის პროექტი რიგგარეშე ჩაეშვა.

ვერეს ხეობის აეროფოტო გადაღება პროექტ "საქართველოს ორთო ფოტოს" ფარგელბში დაჩქარებული წესით 13 ივნისის სტიქიის გამო დღეს დაიწყო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტის ზედამხედველის ივანე ცარციძის თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი პროცესი.

„ამ ტერიტორიაზე მომზადდება მაღალი სიზუსტის ორთო ფოტო. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მზად იქნება იმ პრობლემების უფრო მარტივად მოგვარებისთვის, რომელიც შეიძლება მოხდეს ან განმეორდეს,“ - განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტის ზედამხედველმა ივანე ცარციძემ.

იუსტიციის სამინსტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის განმარტებით, აეროფოტო გადაღების შემდეგ იქნება ზუსტი ტოპო მონაცემები, რომელიც გადაეცემა ყველა სახელმწიფო უწყებას.

 

 

 
დღის ამბები