20 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
"მათ მე დამიმალეს ფაქტი, წაშალეს და ხალხს არ აჩვენეს,"- ლიკა კიკიანი

"მათ მე დამიმალეს ფაქტი, წაშალეს და ხალხს არ აჩვენეს,"- ეს განცხადება დღეს ლიკა კიკიანმა კუს ტბაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც მან პროკურორებთან ერთად არსებული ვიდეომასალა დაათვალიერა. 

კიკიანის განცხადებით ჩანაწერები გუშინ 15:00 საათიდან იწყებოდა. კიკიანი ამბობს, რომ მისი შეურაცხყოფა და ცემის ფაქტი კუს ტბაზე სამმა კამერამ კერძოდ, მეორემ, მეხუთემ და მეექვსე კამერებმა დააფიქსირეს. 

"გავხენით კამერები. სამწუხაროდ ვიდეო იწყება გუშინ 15:00 საათიდან. მანამდე არსებული ვიდეო არის წაშლილი. ამას ველოდი, მაგრამ მე როცა ფაქტის წინაშე დავდექი მეტად მძიმე და მტკივნეულია. მათ მე ფაქტი დამიმალეს წაშალეს და ხალხს არ აჩვენეს. არ გავჩერდები. მეორე, მეხუთე და მეექვსე კამერები დააფიქსირებდნენ თუ როგორ მაყენებდნენ შეურაცხყოფას და როგორ მცემდნენ.  2 კამერიდან მთლიანად ფიქსირდება, მოვითხოვ ამ ჩანაწერების ამოღებას,"- აცხადებს კიკიანი. 

ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი პროკურორმაც გააკეთა, მისი თქმით მიმდინარეობს მუშაობა და მასალების ამოღება. 

ლიკა კიკიანის ადვოკატი კი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ დროულად არ იქნება ამოღებული ვიდეოკამერების ჩანაწერები მაშინ გენერალური პროკურორის სახელზე დაიწერება საჩივარი, გამოძიების არასრულფასოვნად წარმათვასთან დაკავშირებით. 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები