წყნეთი-ახალდაბას დამაკავშირებელი გზა ნაწილობრივ გაიხსა. მოსახლეობას გადაადგილებაში მუნიციპალური ტრანსპორტი ეხმარება. ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ასევე ამარაგებენ პროდუქტით და სხვა საჭირო ნივთებით.
ადგილზე იმყოფებოდა გამგებელი, რომელიც მოსახლეობას დაჰპირდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალისტებმა დადეს დასკვნა, რომ ადგილზე მეწყერის განმეორების საშიშროება არსებობს, ოჯახები დაკმაყოფილდებიან დროებითი საცხოვრებლით.
„სანამ გზის პრობლემა არ მოგვარდება ყველა მოსახლეს ვუზრუნველყობთ იმით, რომ გადავიყვანოთ სხვაგან,“-განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ლაშა აბაშიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სპეციალისტების დასკვნის შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას აღადგინონ არსებული გზა თუ იზრუნონ ალტერნატიული გზის მოძიებაზე.