20 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებით სტიქიით დაზარალებულებს დახმარება გადაეცათ

ჩეხეთის ელჩი საქართველოში საბურთალოს რაიონის გამგებელს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარება იყო. ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სტიქიით დაზარალებულებს ფეხსაცმელები გადაეცათ.

პროდუქცია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ არის დამზადებული. 

„საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მიხარია, რომ ჩეხები იყვნენ პირველები, რომლებიც გვერდში დაუდგნენ ქართველებს 13 ივნისის სტიქიის დროს, ჩვენ ვცდილობთ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა,“ - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა საქართველოში ტომას პერნიცკიმ.

 

დღის ამბები