20 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
დინამო VS გაბალა - აზერბაიჯანში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში ადგილიბრივი "გაბალა" თბილისის "დინამოს" მასპინძლობს. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და აზერბაიჯანში მატჩზე დასასწრებად "დინამოს" ფანკლუბიც ჩავიდა.

შეხვედრის დაწყებამდე 2 საათია დარჩენილი. სტადიონთან კი სადაც მატჩი უნდა გაიმართოს ჯარისკაცები და სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. როგორც ადგილზე ამბობენ, განსაკუთრებული მობილიზება იმისთვის მოხდა, რომ საფეხბურთო მატჩმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. 

ავტორი: დავით ერაძე

 
დღის ამბები