ვიდეოკადრები სადაც სავარაუდოდ იქნებოდა აღბეჭდილი კუს ტბაზე განვითარებული მოვლენები წაშლილია. განცხადება დღეს დღის ბოლოს კუს ტბის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
თავად ლიკა კიკიანი, რომელიც სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს ამბობს, რომ ეს კადრები შს სამინისტროს თანამშრომლებმა წაშალეს.
კიკიანი დღეს უკვე იმყოფებოდა სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში. ექსპერტები კიკიანის სხეულზე არსებულ დაზიანებებს სწავლობენ.
ამ წუთებში კი ლიკა კიკიანი პროკურატურაში იმყოფება. ის დაკითხვაზეა დაბარებული.