რა მოხდა კუს ტბაზე უკვე მესამე დღეა უცნობია. დღეს ძიების პროცესში პროკურატურა ჩაერთო. კიკიანი დაკითხვაზე იმყოფებოდა.
მანამდე კი ლიკა კიკიანი სამხარაულის ეროვნულ ექსპერტიზის ბიუროში მივიდა, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდა. სპეციალისტები კიკიანის სხეულზე არსებულ დაზიანებებს იკვლევენ.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კუს ტბაზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები წაშლილია, შესაბამისად უცნობია რა გადაიღეს ინციდენტის ღამეს მეორე, მეხუთე და მეექვსე კამერებმა. ლიკა კიკიანის განცხადებით კადრები სამართალდამცველებმა წაშალეს.
ლიკა კიკიანის საქმეს სწავლობენ სახალხო დამცველის აპარატშიც, სადაც ამბობენ, რომ გამოძიება სწორედ პროკურატურამ უნდა აწარმოოს და არა შს სამინისტრომ.
კუს ტბაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას საკრებულოში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილიც ფლობს, თუმცა დეპუტატს დღეს დეტალებზე არ უსაუბრია. ზურაბიშვილს ობიექტური გამოძიების იმედს გამოთქვამს.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი