20 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
დეპუტატებს გაცდენებზე სანქციები უმკაცრდებათ

გამცდენი დეპუტატების წინააღმდეგ პარლამენტი სანქციებს აწესებს.

ახალი ინიციატივის მიხედვით, კანონმდებლებს ოჯახური მდგომარეობის მიზეზით სხდომების გაცდენა საპატიოდ აღარ ჩაეთვლებათ.

ცვლილების თანახმად საპატიოდ მხოლოდ მივლინება ჩაითვლება, ასევე ექიმის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

შეზღუდვების დაწესება მას შემდეგ გადაწყდა, რაც კვორუმის არარსებობის გამო სხდომა რამდენჯერმე ჩაიშალა. გამცდენი დეპუტატების სია პარლამენტის თავმჯდომარემ გაასაჯაროვა.

იმ შემთხვევაში თუ დეპუტატი სხდომას  არასაპატიოდ მაინც გააცდენს, მეორე შემთხვევისას მას ხელფასიდან 10 პროცენტი დაექვითება.

ცვლილებებს რეგლამენტში, მხარს არ უჭერენ ოპოზიციის წევრები.

ავტორები: ნატა მახვილაძე, თეონა ცხომელიძე. 

 
დღის ამბები