ერთ კვირაში სემეკი საბოლოოდ გამოაცხადებს როდიდან და რამდენით გაძვირდება ელექტროენერგია.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა ენერგოტარიფებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ლარის კურსის ცვლილება თბოელექტროსადგურების ტარიფზე აისახება.
განცხადება მილორავამ პარლამენტში მარეგულირებელი კომისიის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს გააკეთა.
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას 15 ივლისის სხდომაზე გამოაცხადებს.
დენის საფასურის გაზრდას ”ენერგო-პრო ჯორჯია” მისი დაფარვის არეალში - რეგიონებში ითხოვს.
ირინა მილორავა აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში გადაიხედება გაერთიანებული წყალმომარაგების ტარიფიც.
ენერგოტარიფებზე გაკეთებული ამ პროგნოზის შემდეგ, უმრავლესობამ კომერციულ ინტერესსა და მომხმარებლების უფლებებს შორის ბალანსიის დაცვა კომისიისგან მოითხოვა, რასაც დარბაზში უმცირესობის კრიტიკა მოჰყვა.
ავტორები: ნინო სამყურაშვილი, თეონა ცხომელიძე, ვანო გავაშელი, თეა ვაშალომიძე.