20 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
მთავრობა საჯარო სამსახურების თანამშრომლების სავალდებულო ტრენინგს იწყებს

მთავრობა საჯარო სამსახურების თანამშრომლების სავალდებულო ტრენინგს იწყებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, გადამზადების ცენტრი საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უნდა ამოქმედდეს.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მზადაა გეგმა, რომლის მიხედვით მოხელეები სავალდებულო ტრენინგებს გაივლიან. მათი გადამზადება რამდენიმე საერთაშორისო სკოლის გამოცდილების გათვალისწინებით, ერთი წლის ვადაში დაიწყება.

საერთაშორისო განათლების ცენტრის ინფორმაცით, სადაც საჯარო მოხელეების გადამზადების გეგმა შეიმუშავეს, წელიწადში 12-დან 14 ათასამდე მოხელე მომზადდება, პროექტი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარით დაფინანსდება. სამინისტროებთან ერთად იგეგმება მერიის თანამშრომლების გადამზადებაც.

ოპოზიციაში კი განმარტავენ, რომ კანონპროექტის მთავარი მიზანი საჯარო სამსახურების დეპოლიტიზება უნდა იყოს.

ავტორები: ანი წერეთელი, თეონა ცხომელიძე, გოგიტა მაღლაკელიძე, გიორგი პერტია. 

 

დღის ამბები