20 ნოემბერი 2024,   20:13
ვრცლად
საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს უფლებები ეზღუდებათ

საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს უფლებები ეზღუდებათ. დადგენილებით, რომელიც ქალაქის მერიამ უკვე მიიღო ბაღების მართვის ბერკეტები სააგენტოს კომპეტენციაში გადადის.

ახალი დებულებით ბაღის შიდა საქმეების დარეგულირება და ფინანსური უზრუნველყოფა მხოლოდ სააგენტოს დირექტორის კომპეტენცია იქნება.

წესდება, რომელიც თბილისის მთავრობის სხდომაზე უკვე დამტკიცდა, ბაღების გამგეების და სხვა თანამშრომლების ტესტირების საკითხსაც მოიცავს.

ჩატარდება თუ არა საბავშვო ბაღებში დირექტორებისთვის კონკურსი ჯერ უცნობია, თუმცა მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც წესდების ერთ-ერთი ოფიციალური ხელმომწერია არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი ბაღის გამგეს თანამდებობის დატოვება მოუწევს, მიზეზი კი მათი არაკომპეტენტურობაა.

ახალი წესდების არსებობის შესახებ ბაღის გამგეების დიდი ნაწილისთვის ინფორმაცია ამ დრომდე ცნობილი არ იყო.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ახალი დებულებით სააგენტოს ხელმძღვანელი გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ნიშნით მიიღებს.

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, თემურ ვარაზანაშვილი, ლიკა გოგიშვილი. 

 

 
დღის ამბები