მსოფლიოს შვიდი საოცრება ბათუმში-ეს არის თანამედროვე ვიზუალური ეფექტებით შექმნილი პროექტი, რომელსაც ზღვისპირა ქალაქის მცხოვრებლები და სტუმრები საზაფხულო თეატრში ნახავენ.
ბათუმის ზღვისპირეთში ჩასული დამთვალიერებელი დროში მოგზაურობას 3 D ვიზუალური და ხმოვანი ეფექტების გამოყენებით შეძლებს.
საზღვაო ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ მსოფლიო 7 საოცრების ნახვა 3 განზომილებიან სივრცეში თბილისშიც იქნება შესაძლებელი.
სამგანზომილებიანი სანახობის პრემიერა 15 ივლისს გაიმართება და დამთვალიერებელს მსოფლიო უძველესი ცივილიზაციების შექმნის ისტორიის მოსმენა 3 ენაზე შეეძლებათ.
გამოფენა მსოფლიოს საოცრებების შესახებ 28 აგვისტომდე გაგრძელდება.
ავტორები: მარიამ შანშიაშვილი, დავით ცინცაძე, ნათია ბუცხრიკიძე.