20 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
ლიკა კიკიანის მოთხოვნით გამომძიებლები მას ხვალ დაკითხავენ

ლიკა კიკიანმა მის ადვოკატთან ლევან ვეფხვაძესთან ერთად პროკურატურის შენობა დატოვა. კიკიანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და სთხოვა გამომძიებლებს მისი დაკითხვა ხვალისთვის გადადებულიყო. 

როგორც კიკიანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, მისი დაკითხვა ხვალ 16:00 საათზეა დაგეგმილი. 

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით არის აღძრული, რაც მოხელის მხრიდან უფლებამოსილების ჯგუფურად გადამეტებას ითვალისწინებს. 

 

 

დღის ამბები