20 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზა იკეტება

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე დღეს მოძრაობა გადაიკეტება. შეზღუდვა ძალაში 12 საათიდან შედის. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის 150-თ მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდება, რომელიც 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზეა.

მიზეზი 13 ივნისის სტიქიის დროს ამ მონაკვეთზე მდებარე კოლექტორის დაზიანებაა, რასაც გზის სავალი ნაწილის დაზიანებაც მოჰყვა.

აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე მოძრაობა შემოვლითი გზით იქნება შესაძლებელი, რომელიც სპეციალურად გაკეთდა. სამუშაოები დაზიანებულ მონაკვეთზე, დაახლოებით თვე ნახევარი გაგრძელდება.

 
დღის ამბები